შიშს დიდი თვალები აქვს, “ქართული ოცნების“ შიში სრულიად მკაფიოა - შოკში არიან, რომ პარლამენტმა შეიძლება სამართლიანი საარჩევნო სისტემა მიიღოს, - განაცხადა ფრაქცია “რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა.
“ღიმილის მომგვრელია “ქართული ოცნების“ ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ თურმე ვახტანგ ხმალაძემ კონსტიტუცია არ იცის და ირაკლი კობახიძეს სცოდნია კონსტიტუცია - ცოტა სიტყვა გაექცა და ყველას კორექტულობისკენ მოვუწოდებ - უპირველეს ყოვლისა, “ქართული ოცნების“ დეპუტატებს თუ არა დეპუტატებს ვგულისხმობ. გასაგებია, რომ მათ პროპორციულობის შემოტანა ძალიან აშინებეთ და “გემანული მოდელი“ სწორედ იმას ამბობს, რომ რომელ პარტიასაც რამდენი პროცენტის ნდობა აქვს, პარლამენტში ზუსტად იმის შესაბამისი მანდატი ექნება. დღევანდელი ვითარებით, თუკი პროპორციულ სისტემაში 30%-ის იმედად არიან, მაჟორიტარულ სისტემაში - 80%-ის იმედად და ასე აპირებენ ერთპარტიული უმრავლესობის შექმნას... საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელი” ომის შემდგომ გერმანიაში უზადოდ მუშაობს და ჩვენ კონსტიტუციაში რომ ეტევა, ისეთი მოდელი შევარჩიეთ“, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
მისი თქმით, ალბათობა იმისა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად 76 ხმა მოგროვდეს, არსებობს.
ბერძენიშვილი კატეგორიულად არ იზიარებს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პოზიციას ე.წ. გერმანული მოდელის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შესახებ.
მისი თქმით, “მათ ახლა გაახსენდათ კონსტიტუცია, რომლის თაობაზეც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ერთი ბწკარიც არ დაუწერიათ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.