კობა გვენეტაძე: ამ წუთში არის ის წინაპირობები, რომ ლარი გამყარდეს
20-05-2016, 06:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ამ წუთში არის ის წინაპირობები, რომ ლარი გამყარდეს. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელვანია ის მოლოდინები, რომელიც მოსახლეობას აქვს”, - განაცხადა განაცხადა გვენეტაძემ, - ეს განცხადება ”ეროვნული ბანკის” პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ”ბიზნესკონტაქტის” ეთერში სტუმრობისას გააკეთა.


როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ლარის მოძრაობა იქნება როგორც გამყარების, ასევე გაუფასურების მიმართულებით.


”ეს არის ის რეალობა, რომელსაც უკვე შეჩვეულები ვართ და რომელსაც უნდა შევეჩვიოთ. მოგეხსენებათ, საქართველო არის პატარა ეკონომიკა, ღია ეკონომიკა და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს არის ის ოპტიმალური მეთოდი, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს, რომ სხვადასხვა, დადებითი და უარყოფითი შოკების აბსორბირება მოხდინოს და საბოლოოდ სიტუაციიდან ისე გამოსვლას, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს გრძელვადიან პერიოდში”, - განაცხადა გვენეტაძემ.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, არის გარკვეული წინაპირობები იმისთვის, რომ ლარი გამყარდეს. მისივე თქმით, საქონლის ექსპორტის წლიური შემცირება პირველ 4 თვეში იყო მხოლოდ 12%, რაც ნაკლებია იმაზე, რაც ადრე გვქონდა.


როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, იმპორტის კლება გრძელდება, მაგრამ თუ მთლიანობაში შევხედავთ, 4 თვეში წინა წლების პერიოდთან შედარებით, C ჰეპატიტის წამლების გამოკლებით, მიმდინარე ანგარიში, დაახლოებით, 300 მილიონი აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი