გიორგი სეთურიძე: ქუთაისი-ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი წელს დასრულდება
20-05-2016, 08:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის განცხადებით, ქუთაისი-ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი წელს დასრულდება. როგორც სეთურიძემ guardian.ge-ს განუცხადა, ლენტეხი-უშგულის მონაკვეთის სარეაბილიტაციო პროექტის მიხედვით, გზა აღმოსავლეთიდან უვლის დასახლებულ პუნქტებს და გადის უშგულში, უშგულიდან კი მესტიაში.


„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლენტეხი-უშგულის გზის რეაბილიტაცია. საუბარია უკვე არსებული გზის აღდგენაზე, რომელიც ლენტეხის მხრიდან მიმდინარეობს. ანუ ნაწილი უკვე კეთდება, ნაწილზე კი ეტაპობრივად საპროექტო სამუშაოები ხორციელდება. გზა გაივლის 36 სოფელს, მათ შორის, საყდარს, მარგვიშს, ლაშხეთის სოფლებს. ამ მონაკვეთის მშენებლობა იძლევა საშუალებას ცაგერი-ლენტეხის გავლით, უმოკლესი გზით მოხვდეს ადამიანი მესტიაში. აღნიშნული გზის აღდგენითი სამუშაოების ძირითადი ნაწილის დასრულება წელს იგეგმება, ხოლო გზის ექსპლუატაციაში შესვლა წელს ან მომავალ წელს. ეს არის საკმაოდ რთული, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი, ზოგ შემთხვევაში არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს" - აღნიშნა guardian.ge-სთან საუბრისას გიორგი სეთურიძემ და დაამატა, რომ ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება.


მისივე თქმით, რადგან გზის გარკვეული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დაპროექტება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა ოდენობის თანხა დაიხარჯება ჯამში ქუთაისი-ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის აღდგენაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი