თამაზ მეჭიაური კოღუაშვილზე - ოცნება ახალგამომცხვარი ასეთი ლიდერებისგან უნდა გაიწმინდოს
20-05-2016, 08:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამწუხაროდ, ჩემი შიშები მართლდება “ქართული ოცნების“ დავარცხნილი “ნაციონალებით“ და “რესპუბლიკელებით“ დაკომპლექტების თაობაზე, - ასე აფასებს დეპუტატი თამაზ მეჭიაური “ქართული ოცნების“ ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის განცხადებებს, მიხეილ სააკაშვილთან, გიგი უგულავასთან და ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით.

 

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ის დავით კოღუაშვილთან ერთად 1999 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, როცა საკანონმდებლო ორგანოში კოღუაშვილი “მოქალაქეთა კავშირის“ სიით შევიდა, ხოლო თავად - მაჟორიტარ დეპუტატად.

 

“პარტიის წინაშე პატარა ღვაწლი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ იმ ხალხზე ისაუბროს, რომლებიც პირველივე დღიდანვე იყვნენ და თავის თავზე ყველა ის სიძნელე გადაიტანეს, რომელთაც მაშინდელი ხელისუფლება უქმნიდათ - მათ საკუთარ თავზე აქვთ გადატანილი წინა ხელისუფლების როგორც ე.წ. დუბინკები, ასევე ბორკილები. მას როგორც პოლიტიკოსს არ ვიცნობ. სააკაშვილთან, უგულავასთან და მერაბიშვილთან მიმართებაში მისი განცხადებები მოვისმინე. რაღაც “ქართულ ოცნებაში“ მათი ფანკლუბის შექმნას აპირებს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და ეს რატომღაც ჩემს გარკვეულ შიშს ემთხვევა იმის შესახებ, რომ არ იყო გამორიცხული, დასავლეთის ზემოქმედების შედეგად, “ქართული ოცნება“ დავარცხნილი “ნაციონალებით“ და „რესპუბლიკელებით“ დაკომპლექტებულიყო. სამწუხაროდ, ეს ეჭვები და შიში მართლდება“, - ამბობს მეჭიაური.

 

მეჭიაურის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ კოღუაშვილმა გამოარჩია.

 

“როცა ასეთი ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს უმრავლესობის ლიდერად მომავალ ათასწლეულშიც მოიაზრებს, ჩემს შესახებ განცხადებას აკეთებს, ეს ჩემთვის დიდი პატივია. მიუხედავად, ერთგვარად ჩემი პარტიისგან გამიჯვნისა, სულ არ გამიხარდება, თუ “ქართული ოცნება“ ასეთი პიროვნებით დაზარალდება და დაზიანდება, რაც შეიძლება სხვა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ, რომელთაც ქვეყნის სიყვარულში ეჭვი მეპარება. ალბათ, ზომები უნდა მიიღონ და “ოცნება“ ახლადგამომცხვარი ასეთი ლიდერებისგან უნდა განიტვირთოს“, - ამბობს თამაზ მეჭიაური.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი