გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი, შტეფან ფულე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ფოკუსირებული იყოს მთავარ გამოწვევაზე.
როგორც შტეფან ფულემ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს გამოწვევა არის ასოცირების შეთანხმების განხორციელება მომავალი წლების განმავლობაში. "დარწმუნებული ვარ, საქართველო მზად არის ამ გამოწვევისთვის. თქვენი მთავრობების ნება და ამბიციური რეფორმები არ ტოვებს ეჭვებს და გვაძლევს საფუძველს, დარწმუნებული ვიყოთ ამ ნებაში", -განაცხადა ფულემ.
როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, მისთვის ცნობილია საქართველოს ამბიციები, რომ ქვეყანას სურს გახდეს ევროკავშირის წევრი ერთ დღეს.
"ჩვენ ვიცით, რომ ასოცირების შეთანხმება არ არის გაწევრიანების შეთანხმება და პროცესი, მარამ ეს შესაძლებლობას იძლევა სამომავლო განვითარებისთვის. ამ პროცესის ბოლოს საქართველო უკვე ძალზედ დაემსგავსება ევროკავშირის ქვეყანას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი ისარგებლებს იმ ბევრი უპირატესობით, რომელსაც ევროკავშირის წევრობა ითვალისწინებს. ამიტომ, მე მოგიწოდებთ იყოთ ფოკუსირებული მთავარ გამოწვევაზე. ჩემი მიმართვა იქნება, სათანადო ენერგია ჩადოთ, რათა ტექნიკური ასპექტები შესრულდეს სათანადო დონეზე", - აღნიშნა ფულემ.
მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმების ხელის მოწერით და რატიფიცირებით, ასევე მისი დაუყოვნებლივი განხორციელებით საქართველოს წინაშე მეტი მოთხოვნები დადგება და იქნება ინტენსიური და არანაკლები საერთაშორისო დაკვირვება.
"საქართველოს გაუმართლა, რომ არსებობს ასეთი მყარი ეროვნული კონსენსუსი ევროპასთან ინტეგრაციის სასარგებლოდ. მთავრობას შეუძლია და უნდა ჰქონდეს იმედი პარლამენტში მყარ და პროევროპულ ოპოზიციასთან თანამშრომლობის. შეთანხმებები, დებატები, უთანხმოებები – ეს არის მნიშვნელოვანი ჯანსაღ დემოკრატიაში იმ მრავალფეროვანი მოსაზრებების გათვალისწინებით, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით, კანონის დაცვით. თუ თქვენ მზად იქნებით, ეს ფასეულობები და ღირებულებები დაიცვათ, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ამბიციები იქნება სრულად განხორციელებული", -განაცხადა ევროკომისარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.