გიორგი კვირიკაშვილი: დავით კოღუაშვილმა ორიოდე დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი ძალიან დაუფიქრებელი განცხადებებით
20-05-2016, 09:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, დავით კოღუაშვილმა ორიოდე დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი ძალიან დაუფიქრებელი განცხადებებით, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ქარტული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის მიერ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადების შეფასებისას.


”დავით კოღუაშვილი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. მას ნამდვილად ვერ დავწამებ, რომ ის რაიმე დადებით სენტენციებს განიცდის სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, თუმცა მინდა ვთქვა: სამწუხაროა, რომ მან ორიოდე დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი ძალიან დაუფიქრებელი განცხადებებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრი, ყველა ადამიანი, ვისთან ერთადაც ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ, ძალიან გასაფრთხილებელია. მე პირადად ძალიან ვუფრთხილდები, არ გავაკეთო ისეთი განცხადებები, რომ პიროვნულად რაიმე შეურაცხყოფა მივაყენო ან გული ვატკინო ყოფილ თუ დღევანდელ თანაგუნდელებს.


დღეს არის განახლების პროცესი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თითოეულ ადამიანს გავუფრთხილდეთ. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ დავითის ბევრი განცხადება იყო დაუფიქრებელი. რაც შეეხება რაიმე პოზიტიურ გრძნობებს, მე მგონია, რომ ამაზე არის სრული კონსოლიდაცია, არა მარტო ჩვენს გუნდში, არამედ მთელ საზოგადოებაში და საზოგადოების შეფასება წინა ხელისუფლების მიმათ არის ერთმნიშვნელოვანი, ამიტომ დავითის ზოგიერთი განცხადება ცოტა კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, თუმცა მას მეტი დაფიქრება მართებს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ვინაიდან თითოეული ასეთი განცხადება უკავშირდება არა ერთ ადამიანს საქართველოში”, - განაცხადა პრემიერმა.


პარტია ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა დავით კოღუაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას დროს გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ყოფილ მერს ციხეში დიდხანს დარჩენა აღარ მოუხდეს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი