ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა იუსტიციისა და საშინაო საქმეების საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. შეჩერების მექანიზმის გადახედვაზე მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია.
„ჩვენ ვიმსჯელეთ ჩვენი სავიზო პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის ევროკომისიის ინიციატივაზე თურქეთის, საქართველოს, კოსოვოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე. ასევე ჩვენს ინიციატივაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გაძლიერების შესახებ. რაც შეეხება ამ უკანასკნელ საკითხს, მოხარული ვარ, რომ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამაზე ძალიან მალე შეთანხმდნენ. ახლა შემდეგი ნაბიჯი ევროპარლამენტმა უნდა გადადგას. ჩვენ გამოვიყენებთ მომდევნო პერიოდს არსებული საფრთხეების შესაფასებლად“, - განაცხადა ავრამოპულოსმა.
როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. შეჩერების მექანიზმის გადახედვას, რომელიც ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.
ევროკავშირის საბჭოში განმარტავენ, რომ შეჩერების მექანიზმის გაძლიერება მნიშვნელოვანია ევროპაში მიგრაციული სიტუაციის კონტექსტში და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული კომისია საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის წინადადებით გამოვიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.