გიორგი კვირიკაშვილი გუშინ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა.
როგორც ცნობილია, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქალაქე მოკლეს. აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს, რომ არავითარ შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩეს ის, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
”ეს არის ამაზრზენი შემთხვევა. მართლაც უდიდესი ტრაგედიაა, რომ ადამიანი, მით უმეტეს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს უმოწყალოდ. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ ამით ცდილობენ, ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც ახლა მიდის. ჩვენ ვდგამთ რაღაც ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. მე გამოვთქვამ რწმენას, რომ უპირელეს ყოვლისა, დამნაშავე დაისჯება ძალიან მკაცრად, ჩავრთავთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს ამ პროცესში და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს, რომ არავითარ შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩეს ის, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილი იზიარებს ოჯახის მწუხარებას და იმედოვნებს, რომ თვითონ აფხაზებიც შეხედავენ ამ შემთხვევას, როგორც იმ პროცესის საწინააღდმეგოდ მიმართულ პირდაპირ პროვოკაციას, რომელიც ახლა მიმდინარეობს.
”შეიძლება ჩვენ პოლიტიკურად დიდი პროგრესი არ გვაქვს, მაგრამ მინიმუმ ხალხთა შორის ურთიერთობაში გვაქვს რაღაც პროგრესი, გარკვეული დათბობა და მე მინდა, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, სწორედ ამიტომ არის უკიდურესად მნიშვენლოვანი, რომ დამნაშავეები დაისაჯონ”, - განაცხადა პრემიერმა.
გიგა ოთხოზორია გუშინ, ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მესაზღვრის მიერ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. სუს-ის ინფორმაციით, ინციდენტში ოთხმა შეიარაღებული პირი მონაწილეობდა, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს გიგა ოთხოზორია. დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
გამოძიებას სსსკ-ის 108-ე მუხლით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტი აწარმოებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.