აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა
20-05-2016, 09:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გუშინ, დე-ფაქტო საზღვარზე საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
განუცხადა რუსულ სააგენტო „ტასს“ ე.წ. გენერალურმა პროკურორმა ალექსეი ლომიამ.

 

სააგენტო წერს, რომ ინციდენტი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 19 მაისს, გალის რაიონის ნაბაკევის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა.

 

ალექსეი ლომიას თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა სინამდვილეში და რამდენად შეესაბამებოდა სამხედრო სადისციპლინო წესდებას აფხაზი „მესაზღვრის“ საქციელი.

აფხაზური მხარის ვერსიით, 19 მაისს ორმა მამაკაცმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთა დოკუმენტების გარეშე სცადა. აფხაზი „მესაზღვრის“ გაფრთხილების შემდეგ ერთ-ერთი მათგანი უკან დაბრუნდა, მეორე კი, რომელიც ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მესაზღვრეს დაემუქრა და მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენა.

 

სააგენტო „ტასთან“ საუბარში წყარო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან იტყობინება, რომ „მესაზღვრემ თავდაპირვევლად გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, ხოლო როდესაც თავდამსხმელი აფეთქებით დაემუქრა, იძულებული იყო, იარაღი გამოეყენებინა“.

 

„მომხდარში გაერკვევა სამხედრო პროკურატურა. დასკვნების გამოტანას მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ შევძლებთ“, - განაცხადა წყარომ.

 

სუს-ის ინფორმაციით, გუშინ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

 

მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

 

რუსეთის საგარეო უწყებამ დღეს საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად „თბილისში მშვენივრად იციან, რომ არც მესაზღვრეებს და არც რუსეთის სხვა წარმომადგენლებს არ ჰქონდათ კავშირი ამ სამწუხარო შემთხვევასთან“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი