”გერმანულ მოდელზე” საუბრისას, კონკრეტული ადამიანები ავლენენ კვალიფიკაციის დეფიციტს სამართლის სფეროში და როდესაც ამაზე კეთდება მინიშნება, ბუნებრივია, ეს მათ გაღიზიანებას იწვევს, -ასე უპასუხა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე ოპონენტების მიერ გაკეთებულ კომენტარებს.
ირაკლი კობახიძე კიდე ერთხელ განმარტავს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერს ეწინააღმდეგება.
„კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო ის, რაც არაერთხელ ვთქვი- რეალურად, გერმანული მოდელი ეწინააღმდეგება პირდაპირ კონსტიტუციის მოქმედ ჩანაწერს. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. 150 არ უდრის 77-ს. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია ერთმნიშვნელოვნად, რომ პროპორციული სისტემით აირჩევა 77 დეპუტატი. რაც შეეხება გერმანულ მოდელს, გერმანული სისტემის თანახმად, 150-ივე მანდატი ითვლება პროპორციული სისტემით. ეს არის პრინციპული განსხვავება და აქედან გამომდინარე, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გარეშე შეუძლებელია ”გერმანული მოდელის” შემოღება,“ - დასძინა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
შიშს დიდი თვალები აქვს, “ქართული ოცნების“ შიში სრულიად მკაფიოა - შოკში არიან, რომ პარლამენტმა შეიძლება სამართლიანი საარჩევნო სისტემა მიიღოს, - განაცხადა დღეს ფრაქცია “რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილი კატეგორიულად არ იზიარებს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პოზიციას ე.წ. გერმანული მოდელის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შესახებ.
მისი თქმით, “მათ ახლა გაახსენდათ კონსტიტუცია, რომლის თაობაზეც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ერთი ბწკარიც არ დაუწერიათ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.