საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში 4 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მარელისის ტყე-პარკის კოტეჯამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი პირველად კეთდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები და გრუნტის პროფილირებული არხები. ასევე, გატარდება გზის უსაფრთხოების სამუშაოები. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 1 091438,00 ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე 60 ადამიანია დასაქმებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.