ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია
18-07-2014, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია. დოკუმენტმა ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო. "ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ" შეთანხმების რატიფიცირება 123 ხმით განხორციელდა. რატიფიცირების შემდეგ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა.

 

 


საქართველო-ევროკავშირს შორის ხელმოწერილ დოკუმენტზე მსჯელობა პარლამენტში დილიდან მიმდინარეობდა. ხელშეკრულების არსი და ძირითადი ასპექტები დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გააცნო. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით გატარებულ და გასატარებელ ღონისძიებებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.

 


მინისტრების შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა დეპუტატებმა – საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა დაიკავეს.

 

 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მეორე ნაწილი მიწვეული სტუმრების გამოსვლებით დაიწყო. თავდაპირველად ტრიბუნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობასა და მისგან მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა ევროკომისარმა შტეფან ფულემ. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებით ქართულ საზოგადოებას ევროპასთან დაახლოება ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცეს.

 

 

დღეს მოულოდნელი იყო პარლამენტში პრეზიდენტის მისვლა. გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურად მიწვეულ სტუმრებს შორის არ ყოფილა, თუმცა ის ქუთაისში საკუთარი გადაწყვეტილებით ჩავიდა და როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის რიგგარეშე სესია მის მიერ არის მოწვეული და მისვლა შეეძლო. კენჭისყრის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას პარლამენტის სპიკერატიდან მიმართა პრეზიდენტმა და ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მიულოცა.

 

 

პარლამენტის სხდომას ესწრებოდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი