ვაშინგტონში თეთრ სახლთან სროლა მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურმა უცნობ შეიარღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა, რომელიც ერთ-ერთ შესასვლელთან იარაღით იმუქრებოდა. მამაკაცს ტყვია მუცლის არეში მოხვდა, იგი სააავდმყოფოში გადაიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, ინციდენტის გამო თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა.
მამაკაცი დაახლოებით 20 წლისაა. გავრცელებული ცნობით, იგი თეთრი სახლის შესასვლელს იარაღით ხელში მიუახლოვდა. ინციდენტის დროს პრეზიდენტი ბარაქ ობამა მერილენდში იმყოფებოდა გოლფის სათამაშოდ. ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი თეთრ სახლში იყო. იგი სასწრაფოდ „უსაფრთხო ადგილას“ გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.