საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან, ეს ადამიანები უდანაშაულოდ იყვნენ ციხეში, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პროკურატურასთან ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებთან დაკავშირებით კომენტირებისას. მთავარ პროკურატურასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან, ეს ადამიანები უდანაშაულოდ იყვნენ ციხეში, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პროკურატურასთან ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას. მთავარ პროკურატურასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ალასანიას თქმით, დაგეგმილია აქციების ჯაჭვი, რომელიც საბოლოოდ 8 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ დამარცხებით დასრულდება.
„დღევანდელი აქცია არის სოლიდარობის, მხარდაჭერის აქცია 5 უდანაშაულო ადამიანისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. მათ ჩვენგან სჭირდებათ გამხნევება, სჭირდებათ იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან, ეს ადამიანები უდანაშაულოდ იყვნენ ციხეში. ვაპირებ დღეს აქ შეკრებილ საზოგადოებას მივმართო და ვისაუბრო, თუ რამ მიგვიყვანა ამ სიტუაციამდე, რომ ვაპროტესტებთ უსამართლობას ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, ვერ წარმოედგინა, რომ 2012 წლის ცვლილებების შემდეგ კვლავ უსამართლობაზე მოუწევდა საუბარი.
”თავისუფალი დემოკრატები” ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ და პრეზიდენტს პეტიციით მიმართავენ, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები შეიწყალოს, - აღნიშნული განცხადება კი ირაკლი ალასანიამ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„დღეს ვისაუბრებ ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. ვაპირებთ ბრძოლას, რომ ეს ხალხი დავიხსნათ ტყვეობიდან. მათი შეწყალება სწორი კითხვა არ არის. მათ შესაწყალებელი არაფერი აქვთ. ისინი უდანაშაულოები არიან. ეს ხალხი ტყვეობიდან უნდა დავიხსნათ“, - აღნიშნა ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.