გარდაბანში თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნებიდან" "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატია წარდგენილი
21-05-2016, 06:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გარდაბნის მუნიციპალიტეტის კალინინოს ტეროტორიულ ერთეულში 22 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში 4 კანდიდატი იყრის კენჭს. „ქართულ ოცნებას“ აღნიშნულ საარჩევნო უბანში კანდიდატად ფახრადინ შარიფოვი ჰყავს წარდგენილი. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ამ არჩევნებში კანდიდატი არ წარუდგენია.

 


აღსანიშნავია, რომ შარიფოვი 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში ამავე ოლქში კენჭს „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრიდა და მომდევნო წლების განმავლობაში გარდაბნის საკრებულოში, იმ დრომდე ვიდრე ხელისუფლება შეიცვლებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებდა.

 


როგორც guardian.ge-ს შარიფოვმა განუცხადა, იგი 2010 წლის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა, თუმცა აღნიშნული პარტიის წევრი არ ყოფილა. ამჟამად კი გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნების“ წევრი გამხდარიყო და 1 თვის წინათ „ქართული ოცნების“ რიგებში ოფიციალურად გაწევრიანდა. იგი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობიდან არავის იცნობს და მისი კანდიდატად წარდგენა მისმა ავტორიტეტმა განაპირობა.

 


შარიფოვი აცხადებს, რომ ხვალინდელ არჩევნებში 80-90%-ის მიღების იმედი აქვს, რადგან კალინინოს ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სოფლებისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული. მისი თქმით, კალინინოს და ბირლიკის მოსახლეობისთვის სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის მოწესრიგებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის.

 


Guardian.ge ხვალინდელ არჩევნებთან დაკავაშირებით ასევე დამოუკიდებელ კანდიდატს, ჯემალ მურადხანოვს დაუკავშირდა და მისი შანსების შესახებ ჰკითხა.

 


მურადხანოვის თქმით, მას აღნიშნულ მუნიციპალიტეტში საკამოდ კარგად იცნობენ და იმედი აქვს, რომ მოსახლეობის მხარდაჭერას მოიპოვებს.

 


„მე საკმაოდ დიდი გზა გამოვიარე, ერთ-ერთი პირველი აზერბაიჯანელი ვიყავი, რომელიც 9 აპრილის აქციებზე ვიდექი, უკვე 70 წლის კაცი ვარ და სიმართლე რომ გითხრათ, პარტიების მიმართ ნდობა მაქვს დაკარგული, რადგან კარგი იდეებით მოდიან და შემდეგ კი დაპირებების დიდ ნაწილს არ ასრულებენ. „ქართულ ოცნებას“ კი იმას მაინც ვუმადლი, რომ საყოველთაო დაზღვევის სისტემა დანერგეს და მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალება მისცეს. მხოლოდ ამის გამო, მე ხმას ყოველთვის მათ მივცემ,“ - განუცხადა მურადხანოვმა guardian.ge -ს. მან ხვალინდელ არჩევნებზე დანარჩენი კანდიდატების შანსების შესახებ საუბრისაგან თავი შეიკავა.

 

 

პარტია „ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე წარდგენილი კანდიდატების სია რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს შუალედური არჩევნები 22 მაისს 9 ოლქში გაიმართება.

 

 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატები ამომრჩევლებს პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინეს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი