"თავისუფალი დემოკრატები" - პრეზიდენტის იმედი გვაქვს
21-05-2016, 10:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა მხარდამჭერი აქცია დღეს მთავარ პროკურატურასთან 14:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით ორ საათში დასრულდა.

 

აქციაზე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ჯარისკაცები უკანონო პატიმრობაში არიან, მათ დაკავებაში ხელისფლება დაადანაშაულეს.

 

დღესვე, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პოლიტიკური მოძრაობა იწყებს ხელმოწერების შეგროვებას, რათა პრეზიდენტს პეტიციით მიმართონ, რათა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები შეიწყალოს.

 

ირაკლი ალასანიამ დღესვე განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, პრეზსიდენტი ძალიან წუხს ამ ფაქტთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ სამართლიანობა აღდგება და ჯარისკაცები უახლოეს მომავალში გათავისუფლდებიან.

 

„ ერთადერთი ლეგიტიმაციის მატარებელი ინსტიტუტი არის პრეზიდენტის ინსტიტუტი. დღეს პროკურატურასთან ვაპროტესტებთ უსამართლობას, მაგრამ სამართალს ვეძებთ პრეზიდენტის ინსტიტუტში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა მხარდამჭერ აქციას დღეს სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, კერძოდ სოლიდარობა დაკავებულებს გამოუცხადეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „ახალი მემარჯვენეებისა“ და პაატა ბურჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლებმა. აქცია გენერალურ პროკურატურასთან საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

 

როგორც ცნობილია, ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დამნაშავედ 14 მაისს ცნეს. მათ 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი