დიახ, აბაშიძე–კარასინის ფორმატზე "იქით წასვლა", რომ ვერ გაბედა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ანუ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე არ და ვერ დაიწყო პოლიტიკური დიალოგი რუსეთთან, სწორედ ამის შედეგია, დღეს სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების შემოსვლა და ქართველი ადამიანის მკვლელობა!
თავის გასამართლებლად, რაც არ უნდა არგუმენტები მოიყვანოს ხელისუფლებამ, ყველასთვის ცხადია, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ვერაფერის გაკეთება ვერ შეძლო, იმის შიშით – რუსეთუმეობა არ დამბრალდესო! ამასთან არის დაკავშირებული, "ოცნებისტების" თითქმის უსიტყვო მონური მორჩილება ნებისმიერი დასავლელი პოლიტიკოსის თუ ექსპერტის მიმართ! ამიტომაც, ნაცვლად იმისა, რომ აქტიური პოლიტიკური მოლაპარაკებების პოლიტიკა ეწარმოებინათ რუსეთთან, ისინი "კიტრსა და ბორჯომს" ვერ გასცდნენ და შედეგად, როგორც იტაცებდნენ რუსი ოკუპანტები (სააკაშვილის მმართველობისას) ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან, ზუსტად იგივე გრძელდება "ოცნების" მმართველობის პერიოდში!
ეს მიუთითებს იმაზე, რომ "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, მხოლოდ ერთი განსხვავებით, რომ "ოცნება" ნაცებივით არ ილანძღება რუსების მისამართით, მაგრამ მონუსხულივით (შეშინებული!), არც არაფერს აკეთებს! მოკლედ, ასეთი პოლიტიკით საქართველოს მოსახლეობა კვლავ დაუცველია და ღვთის ანაბარად არის მიტოვებული!.. იმედია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებაში მოვლენ ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც, თუნდაც ოკუპაციის პირობებში მოახერხებენ ჩვენი მოქალაქეების დაცვას, რაც ვერ შეძლო"ნაცხროვამ" (პირიქით, მათ საჯიჯგნად დაუტოვეს ქართველი მოსახლეობა ოკუპანტ–სეპარატისტებს!) და ვერც ბედოვლათმა "ქართულმა ოცნებამ" (რა კარგი სახელწოდება "გააფუჭეს"!)!!!...
P.S. ვნახე სატელევიზიო კადრები, თუ როგორ ცინიკურად მოკლეს ხურჩაში გიგა ოთხოზორია... ამის შემხედვარე, როგორ რჩებიან უმაღლეს თანამდებობებზე სახელმწიფოს პირველი პირები, – პრეზიდენტი, პრემიერ–მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე?! და, ისინი არიან "გარანტები" ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების, ჩვენი სუვერენიტეტის??!! ვიმედოვნებ, რომ ამ კითხვებზე საკადრის პასუხს გასცემს ქართველი ხალხი, – 8 ოქტომბრის არჩევნებზე!!!...
ჯუმბერ კირვალიძე
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.