საკრებულოს შუალედური არჩევნები გარდაბნის #21 ოლქის საარჩევნო უბნებზე ამ დროისათვის მშვიდად მიმდინარეობს. არჩევნები გარდაბანში კალინინოსა და ყარაჯალარის თემების ტერიტორიაზე #25, 26, 27, 58 და 59 საარჩევნო უბნებზე ტარდება.
კალინინოს თემში 3 760 ამომრჩეველი, ყარაჯალარის თემში კი 3 364-ია რეგისტრირებული. კალინინოს თემში გარდაბნის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობისათვის კენჭს პარტია ,,თავისუფალი დემოკრატებიდან“ დავით ხვისტანი, ,,სახალხო ხელისუფლებიდან“ ტოფიკ ახმედოვი, ,,ქართული ოცნებიდან“ ფახრადინ შარიფოვი და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ჯემალ მურადხანოვი იყრიან, ხოლო ყარაჯალარის თემში ,,თავისუფალი საქართველოდან“ ჯამილა გასანოვა და ,,ქართული ოცნებიდან“ ვუგარ მამედოვი.
როგორც #21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ხუთივე საარჩევნო უბანი დილის 7 საათზე გაიხსნა, კენჭისყრის პროცესი კი 8 საათზე დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.