ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ”ქართული ოცნება” პროვოკაციას უწოდებს.
"ქართული ოცნების" წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ცოტნე ზურაბიანის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელოვნურად ცდილობს სიტუაციის დაძაბვას, რეალურად კი, თავად ეწევიან უბნებზე აგიტაციას.
"მოვუწოდებ "ნაციონალურ მოძრაობას", შეწყვიტოს დადგმული პროვოკაცია და ხელი არ შეუშალოს არჩევნების მშვიდობიან პროცესს. მათი წარმომადგენლები ყველა უბანთან დგანან და აგიტაციას ეწევიან. არავინ არავის ფულს არ უხდის. ეს არის სიცრუე", - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.
”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა წყალტუბოში ”ქართული ოცნების” კოორდინატორები ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.