ცესკო: იმაზე, რაც საარჩევნო უბნის გარეთ ხდება, შესაძლოა, შესაბამისმა ორგანოებმა იმსჯელონ
22-05-2016, 05:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმის გამო, რომ წყალტუბოს საარჩევნო უბანზე საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი და პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი იმყოფებოდა და ისინი დაკვირვების პროცესში სხვადასხვა კითხვებს სვამდნენ, კომისიის მუშაობა ოდენავ შეფერხდა და უბანი 10-15 წუთით გვიან გაიხსნა, - ასე ხსნის ცენტრალური საარჩევნო კომისია სოფელ წყალტუბოში საარჩევნო პროცესის დაგვიანებით დაწყების მიზეზს.

 

 

”საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო უბანი 07:00 საათზე იხსნება როგორც კომისიის წევრებისათვის, ასევე პოლიტიკური პარტიების სუბიექტების წარმომადგენლებისთვის, დამკვირვებლებისთვის, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. 07:00 საათიდან 08:00 საათამდე კენჭისყისყრის წინა პროცედურები მიმდინარეობს. ეს არის საკმაოდ ბევრი პროცედურა - არის წილისყრის პროცედურა, როდესაც კომისიის წევრებს შორის სხვადასხვა ფუნქციის გადანაწილება ხდება, მათ შორის სხვადასხვა მასალის გადანაწილება. ვინაიდან საარჩევნო უბანზე საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი იმყოფებოდა, ასევე საკმაოდ ბევრი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი და ისინი დაკვირვების პროცესში სხვადასხვა კითხვებს სვამდნენ, სწორედ ამიტომ კომისიის მუშაობა ოდენავ შეფერხდა და უბანი 10-15 წუთით გვიან გაიხსნა”, - განუცხადა ჟურნალისტებს ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქალაძემ.

 

 

რაც შეეხება ინფორმაციას, წყალტუბოს ერთ-ერთი საარჩევნო უბნის გარეთ ”ქართული ოცნების” კოორდინატორის მხრიდან ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემის შემთხვევის შესახებ, ამასთან დაკავშირებით ცესკოს სპეს-სპიკერი განმარტავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხისმგებელია არჩევნების პროცესის ღიად და გამჭირვალედ წარმართვაზე მხოლოდ უშუალოდ საარჩევნო უბანზე.

 

 

”ის, რაც საარჩევნო უბნის გარეთ ხდება, მასთან დაკავშირებით შესაბამისმა ორგანოებმა შეიძლება იმსჯელენ და მოიძიონ ინფორმაცია”, - აღნიშნა მან.

 


სოფელ წყალტუბოში მიმდინარე საკრებულოს შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრიან: ბუხუტი ფირცხალავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა); ივანე როყვა (ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები) და მურადი ზაქარიაძე (ქართული ოცნება).

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი