წყალტუბოში #50-ე უბანზე ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები წყალტუბოში გადასატან ყუთთან დაკავშირებით არსებულ პრობლემას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, 83-მა ადამიანმა საკუთარი არჩევანი ვერ დააფიქსირა, რადგან ისინი სხვების დახმარების გარეშე უბნებზე ვერ მიდიან, რაც კანონდარღვევად ითვლება.
თავის მხრივ, ,,ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები პროვოკაციაში დაადანაშაულა. როგორც ცოტნე ზურაბიანმა აღნიშნა, ”ნაციონალური მოძრაობა” წყალტუბოში უბნებზე ცდილობს ხელი შეუშალოს ხმის მიცემის პროცესს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.