ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და ჩვენს მხარდამჭერებს მივმარავთ, არ აჰყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
”სამწუხაროა, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ცდილობენ, ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია გარკვეულ უბნებზე, აწყობენ პროვოკაციებს და ცდილობენ ხალხის გაღიზიანებას. ვერანაირი მათი პროვოკაცია საერთო ფონს ვერ შეცვლის და ისინი ვერ შეძლებენ სიტუაციის არევას. ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ოპონენტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რადგან ასეთი ფაქტები ძაბავს საარჩევნო გარემოს. ჩვენ, ”ქართული ოცნება” ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს, ვინაიდან ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ინტერესებშია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში. საქართველომ და ჩვენმა ხელისუფლებამ მრავალი გამოცდა ჩააბარა დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ისეთივე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს, როგორც 2012 წლის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების დროს ჩატარებული ყველა არჩევნები”, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.