ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს საკადრის პასუხს მოსახლეობისგან და ჩვენ მივიღებთ ჩვენს ღირსეულ შედეგს ამ არჩევნებში
22-05-2016, 07:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გამოწვევას ცდილობდა - აცხადებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე.

 

 

მისი თქმით, წყალტუბოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მობილიზებულები არიან ერთგვარი ზონდერ ჯგუფის წარმომადგენლებიც, რომლებიც, მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი მეზობელი რაიონიდან არიან ჩამოყვანილები. ირაკლი კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „თავისუფალი ზონის“ წევრებთან ერთად, გარდაბანში დადგმული სპექტაკლის განმეორებას ცდილობენ.

 

 

„თქვენ იცით, რომ გარდაბანში ისინი ძალიან დიდი სხვაობით აგებდნენ არჩევნებს და იმისათვის, რომ შეეფუთათ ეს ყველაფერი, დადგეს სპექტაკლი „თავისუფალი ზონის“ მონაწილეობით. ველოდებით, რომ ასეთივე სპექტაკლები დადგან იმისთვის, რათა ფონი გააფუჭონ, მაგრამ ეს საერთო სურათს მაინც ვერ შეცვლის. საერთო სურათი იქნება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს საკადრის პასუხს მოსახლეობისგან და ჩვენ მივიღებთ ჩვენს ღირსეულ შედეგს ამ არჩევნებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი