"საერთაშორისო გამჭვირვალობა": კორცხელში მობილიზებული პირები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ - მათ დააზიანეს რეპორტიორების აპარატურა და ერთ-ერთ ჟურნალისტს ბოთლი ესროლეს
22-05-2016, 08:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა” ხელისუფლებას სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის დაუყონებლივი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

 


”დღეს, სოფელ კორცხელში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, ამ დრომდე დაუდგენელ პირებსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. საარჩევნო უბანთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ პარტიის წევრები. პირებმა, რომელთაც მედიას თავი ტურისტებად გააცნეს, დააზიანეს ადგილზე მომუშავე რეპორტიორების აპარატურა, ხელს უშლიდნენ მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით.

 

 

ადგილზე მობილიზებული რამდენიმე პოლიციელი სიტუაციის განმუხტვას ეცადა, თუმცა სიმცირიდან გამომდინარე, მათ პრევენციული ღონისძიებების დროულად გატარება ვერ შეძლეს. ამასთან, მიუხედავად ასეთი დაპირისპირებისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა, დაუდგენელმა პირებმა ტერიტორიის დატოვება შეძლეს ისე, რომ მათი არც დაკითხვა და არც დაკავება სამართალდამცავებს არ მოუხდენიათ.

 

 

გარკვეული პერიოდის შემდეგ აღნიშნული პირები ისევ დაბრუნდნენ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამჟამად პოლიციელთა რაოდენობა საარჩევნო უბანთან გაზრდილია, ადგილზე რჩებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც. თუმცა გაუგებარია ამ დრომდე, რატომ არ ახდენს პოლიცია ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართული პირების დაკავებას და მათ დაკითხვას. მეტიც, პოლიცია მათ არ მოუწოდებს, რომ დატოვონ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნულმა პირებმა კიდევ არაერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა იქ შეკრებილ მოქალაქეებს, ადგილობრივი მედია-საშუალების, ტელეკომპანია “ოდიშის” ჟურნალისტს კი ბოთლი ესროლეს. პოლიციას მომხდარზე რეაგირება ისევ არ მოუხდენია.

 

 

მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაადგინოს ჩხუბში მონაწილე პირთა ვინაობა და დააყენოს კანონის შესაბამისად მათი პასუხისმგებლობა. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ უზრუნველყოს საარჩევნო პროცესის უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობა და მოახდინოს იმ პირთა დაკითხვა, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. მითუმეტეს, რომ პირთა იდენტიფიკაცია მარტივად არის შესაძლებელი. ასევე ვფიქრობთ, რომ პოლიციის თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი, საარჩევნო უბნებთან მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით. ადგილზე პოლიციის უმოქმედობა ან პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობა ართულებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას”, - ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი