კორცხელში მომხდარ ინციდენტზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, გოკა გაბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. გაბაშვილმა ჟურნალისტებს იმ პირების ფოტოები წარუდგინა, რომლებმაც დღეს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. მისი განცხადებით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებს კახა კალაძე აფინანსებს.
„უშუალო ხელმძღვანელი, შემქმნელი და დამფინანსებელი არის კახი კალაძე, უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს გიორგი არეშიძე ის ქირაობს სპორტულ დარბაზს, სადაც იწვრთვნებიან ასეთი ცემა-ტყეპისთვის ასეთი ზონდერჯგუფები, მისი ენჯეოს საფარქვეშ კეთდება ეს ყველაფერი, რეკრუტირებას ახდენს გეგა გეგეშიძე, რომელიც იყო ჭიკაიძის დაცვის უფროსი, მისი ბიძაშვილი იყო მთავარი ინიციატორი ამ ცემა-ტყეპისა, ვლადიმერ გეგეშიძე, კალაძესთან არის აქ კობა ტყეშელაშვილი, რომელიც დღეს ძალიან აქტიური იყო. ჩვენ ვახდენთ სახეებით ყველას იდენტიფიცირებას. ჯერჯერობით იდენტიფიცირებულია 14 ადამიანი: გიგა ტყემალაძე, ვლადიმერ გეგეშიძე, გიო უბილავა, ნოშრევან წურწუმია, ლევან დემურია, გიორგი გიგაური, ლაშა დვალიშვილი, გიორგი კურუა დავით ხორავა, ნიკა ჭკადუა, ნიკა ნანობაშვილი, ვახტანგ წურწუმია და ლაშა დვალიშვილი. ეს იყო მთავრობიდან დაკვეთილი დარბევა,"- აცხადებს გოკა გაბაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.