კახა კალაძე გოკა გაბაშვილის საპირისპირო განცხადებას აკეთებს - ვინ და რატომ ჩაიყვანა ე.წ. ზონდერჯგუფები კორცხელში
22-05-2016, 09:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კახა კალაძე კიდევ ერთ საგანგებო ბრიფინგს მართავს და სოფელ კორცხელში დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს. როგორც ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, "ნაციონალურ მოძრაობას" ადგილზე მობილიზებული ჰყავს ზონდერჯგუფები, რომელსაც ბოკერია ხელძღვანელობს.

 

 

„მათი გეგმით განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ადრესატი იყო დიპლომატიური კორპუსი, რომელსაც უნდა შექმნოდა არჩევნების არასათანადო გარემოში ჩატარების მცდარი განცდა. საარჩევნო პროცედურების დასრულებამდე იგეგმება სხვა პროვოკაციული ქმედებებიც, რაზეც მიანიშნებს რამდენიმე საარჩევნო უბნის გარშემო საეჭვო ადამიანების კონცენტრაცია. გარდა ამისა გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" განზრახული აქვს სოფელ კორცხელში საარჩევნო უბნის ჩაშლა. მათ კორცხელში ჩაყვანილი ჰყავთ ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფები, რომელსაც ხელმძღვანელობს გიგა ბოკერია და ბეჟაშვილი. გვაქვს ინფორმაცია, რომ უბნის დახურვის შემდმგომაც გაგრძელდება პროვოკაციები. მოდის შეტყობინება, რომ მედიას არ აცლიან ადგილზე მუშაობას და ზოგიერთმა პროვოკატორმა ქვები ესროლა ჟურნალისტებს.

 

 

როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა მინდა ვთხოვო შესაბამის ორგანოებს ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს უმკაცრესად აღკვეთონ ნებისმიერი სახის ფიზიკური დაპირისპირება გამოავლინონ ის პირები, რომელიც ქვებს ისვრიან ან სხვა სახის პროვოკაციებს აწყობენ. მაქსიმალურად დაიცვან ამომრჩეველი და უზრუნველყონ მედიის თავისუფალი მუშაობა. მე ძალიან კარგად მახსოვს რა არის როცა ქვას გესვრიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ და მთელს ძალისხმევას მივმართავ პირადად მე რომ მსგავსი უმსგავსობა და ველურობა ვერასდროს გაიმეოროს "ნაციონალურმა მოძრაობამ", მაქსიმუმს გავაკეთებ მეც და მოვუწოდებ ყველას არ დავუშვათ მათი სცენარით მოვლენების განვითარება,“- აცხადებს კახა კალაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი