ოპერაცია, სახელმწოდებით "თავდაცვის ზღვარი" ღაზას სექტორში გაგრძელდება, ვიდრე ისრაელის ქალაქებში სიმშვიდე არ დაბრუნდება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეკომპანია "სი-ენ-ენ"-ის ეთერში განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ისრაელს არ გააჩნია გეგმები ღაზას სექტორის ოკუპაციის შესახებ. "არავის სურს საკმაოდ ხანგრძლივი სამხედრო ოპერაცია", – განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია საკმაოდ სწრაფად მიიწევს წინ.
მისივე თქმით, 8 ივლისს დაწყებული ოპერაციის მიზანია "ჰამასის" ინფრასტრუქტურის განადგურება და ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმების შეწყვეტა.
კიდევ ერთ ტელეკომპანიაში გამოსვლისას ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ოპერაციის მიზნის მიღწევისთანავე, ისრაელი საერთაშორისო საზოგადოებასთან დაიწყებს თანამშრომლობას ღაზას სექტორის დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ისრაელმა ღაზას სექტორში მცხოვრები ადამიანები გააფრთილა, დაეტოვებინათ ტერიტორია. მიმდინარე ოპერაციის მსვლელობისას კი ისრაელი მხოლოდ ტერორისტების საწყობებისა და შტაბების მისამართით ახორციელებს დარტყმებს. თუმცა, პრემიერის თქმით, "ჰამასი" ადგილობრივ მცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვებას უკრძალავს და მათ დამცავ ფარად იყენებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.