თამარ ჟვანია: საერთო ჯამში არჩევნებმა ორმოცდახუთივე უბანზე მშვიდ ვითარებაში ჩაიარა
22-05-2016, 12:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულებულია, საერთო ჯამში არჩევნებმა ორმოცდახუთივე უბანზე მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე.

 


მისი ინფორმაციით, სულ შესულია 19 საჩივარი, აქედენ ოლქში 11, ხოლო საუბნო კომისიებში 8 საჩივარი დაფიქსირდა. საჩივრები უმეტესად ტექნიკური ხასიათისაა. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 14,77% გლდანში, ხოლო ყველაზე მაღალი აქტივობა - 64,9% ზუგდიდში დაფიქსირდა.

 


სხვა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: გარდაბანი 32.83%, კასპი 47.97%, წყალტუბო 55.99%, ოზურგეთი 56.94%, ხობი 50%.

 


”არჩევნებმა ორმოცდახუთივე უბანზე შიგნით მშვიდ ვითარებში ჩაიარა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე კორცხელის თემში მომხდარმა ინციდენტმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საარჩევნო გარემოს. გამოძიება დაიწყო და ვიმედოვნებთ, რომ დროულად დასრულდება, დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან. ეს უნდა გახდეს მაგალითი. საარჩევნო პროცესებში ძალადობის ადგილი არ არის და ეს უნდა დასრულდეს”, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი