მიხეილ სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მომავალი არის იანუკოვიჩისა და ასლან აბაშიძის ბედი, თუ დროზე არ მოვიდა გონს
22-05-2016, 13:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.

 

 

“ის რაც მე ვიხილე ტელევიზიით ერთი ერთზე გავს და იმეორებს იმას, რასაც ასლან აბაშიძე აკეთებდა მისი მმართველობის ბოლო წლებში. ადგილობრივი პრო რუსი ფეოდალი, რომელიც ცდილობდა ძალადობით დაშინებით, ვიღაც ბანდიტების მეშვეობით შეეჩერებინა ხალხის ლტოლვა თავისი პოლიტიკური აზრის გამოხატვისკენ და ხელისუფლების შეცვლისკენ. ასლან აბაშიძემ წააგო ყველაფერი და იძულებული იყო გაქცეულიყო საქართველოდან. ასეთივე ბედი ეწევა ვინც განახორციელეს ეს ძალადობა. დღეს ივანიშვილი მოქმედებს ზუსტად ისევე როგორც ასლან აბაშიძე. ითვისებს ახალ-ახალ მიწებს, იღებს ახალ ქონებებს, მოქმედებს ისე როგორც მოქმედებდა ბოლო წლებში იანუკოვიჩი, რომელმაც მიითვისა კიევის ცენტრში მიწები, მოიწყო ახალ-ახალი ქონებები და ეყრდნობოდა ბანდიტების ჯგუფს, რომელიც უხეში ძალის გამოყენებით აშინებდნენ და ცდილობდნენ გაეჩუმებინათ ოპონენტები.

 

 

ამაზე ვსაუბრობდი მე შარშან, როცა ვაფრთხილებდი ყველას, რომ "რუსთავი-2"-ის მოვლენების გარშემო ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელი იყო. ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელია რათა თავისი მიტაცებული ქონება შეინარჩუნოს. ტყუილით მოპოვებული ძალაუფლება შეინარჩუნოს და საქართველო ჯიბეში ჩაიდოს. მაგრამ ის არ იცნობს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი არის უფრო ბევრად მაღლა მდგომი, ვიდრე ეს გაუნათლებელი ჭორვილელი ოლიგარქი. ქართველი ხალხი არის თავისუფლების მოყვარული ხალხი და ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება და დამარცხდება წელს. მომავალს ვერანაირი წარსული ბოროტი ძალები ვერ შეაჩერებს, ეს დღეს სცადეს მათ სამეგრელოში, ეს იყო საქართველოს და მათ შორის სამეგრელოს შეურაცხყოფა. ივანიშვილის მომავალი ეს არის იანუკოვიჩის და ასლან აბაშიძის ბედი, შეიძლება კიდევ უფრო უარესიც თუ დროზე არ მოვიდა გონს. საქართველო დაბრუნდება თავსი განვითარების გზაზე და ჩვენ გვექნება მშვიდობიანი, დაცული მომავალი,“- განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი