საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ხურჩაში რუსი ჯარისკაცის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება. განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში გააკეთა.
„მე შეძრული ვარ 30 წლის გიგა ოთხოზორიას მხეცური მკვლელობით. ეს არის რუსეთის იმპერიული პოლიტიკის კიდევ ერთი უკვე მერამდენე უდანაშაულო მსხვერპლი. ვუსამძიმრებ ოჯახს და ასევე არ შემიძლია არ ვთქვა, ეს ტრაგედია ვერ მოხდებოდა და არ მოხდებოდა ელემენტარული ზომები, რომ ყოფილიყო უსაფრთხოების. ვერ მოხდებოდა იქ, რომ მდგარიყო სპეციალური დანიშნულების რაზმი, როგორც ყოველთვის იდგა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, ვერ მოხდებოდა მოწოდების სიმაღლეზე, რომ ყოფილიყვნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები და დამნაშავეებს ჰქონოდათ განცდა, რომ დაუსჯელობა არ იქნება. ეს ტრაგედია ვერ მოხდებოდა, რომ არა ის, რომ სამწუხაროდ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა თავის პოლიტიკად ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს საერთაშორისო რადარებზე, არ უნდა იყოს ყურადღების ცენტრში და ამგვარად პრაქტიკულად მთლიანად მოასუსტა და მოარღვია საერთაშორისო ფრონტი ასეთი რამეებისთვის ხელის შეშლის. ამიტომ ეს შედეგია, გარდა ყველაფრისა, გარდა სისასტიკისა, გარდა ძალადობისა, საქართველოს ოკუპანტი მხარის, ასევე გაუაზრებელი, კაპიტულანტური პოლიტიკის, რომელიც ყველაფერთან ერთად არის არა ფრთხილი პოლიტიკა. იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, ძალიან თავშეკავებულები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ დაუდევრები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევასუსტოთ უსაფრთხოების ზომები, რასაც სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ჰქონდა, ყველას დასანახად ადგილი,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.