შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური განცხადება ღარიბაშვილის მინისტრობის დროინდელ სახელმწიფო შესყიდვებზე
22-05-2016, 15:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. კაბელების სკანდალური საქმის სკანდალური გაგრძელება - შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა პოსტსკრიპტუმს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. გიორგი ბაჯელიძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სამსახურის უფროსად, 2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობისას მუშაობდა, ე.წ. კლანურ მმართველობაზე და მინისტრ ღარიბაშვილის ნათესავებისთვის გადაცემულ მთელ ძალაუფლებაზე ყვება. ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ხელისუფლებამ პოლიტიკურ თამაშებს შესწირა.

 


ბაჯელიძე იმ გრიფით საიდუმლო ხელშეკრულების გასაჯაროვებას ითხოვს, რომელიც შს ყოფილმა მინისტრმა ღარიბაშვილმა საიდუმლო სპეციალური კავშირის უზრუნველყოფისათვის, ერთ-ერთი კომპანიას გაუფორმა.

 


გიორგი ბაჯელიძე ყვება, რომ ყველაფერი 2013 წელს დაიწყო, როდესაც ის და შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის მაშნდელი ხელმძღვანელი ოთარ დანელია, გენერალურ ინსპექციაში, უფროსის მოადგილე აკაკი ჩხენკელმა დაიბარა. ბაჯელიძის განცხადებით, ჩხენკელმა მათ კონკრეტული კომპანიისთვის ხელშეკრულების გაფორმება დაავალა, თუმცა ზეპირი ბრძანების შესრულებაზე, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სამსახურმა უარი თქვა, დავალება მხოლოდ გრიფით საიდუმლო ბრძანების მიღების შემდეგ შესრულდა და ის მალევე ციხეში სხვა ტენდერის გამო ჩასვეს, რომელშიც როგორც ბაჯელიძე ყვება, ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოვებულმა კომპანიამ ვერ გაიმარჯვა. მას ბრალი დასდეს, რომ ტენდერის მონაწილისგან ქრთამის სახით, 9 000 ლარი აიღო.

 


პოსტსკრიპტუმს დელტაკომში დაუდასტურეს, რომ სწორედ მათ გაუფორმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულება. კომპანიამ 2013 წლიდან 2015 წლამდე ამ მომსახურებაში რამდენიმე მილიონი აიღო, თუმცა რამდენი კომპანიის დირექტორს არ ახსოვს. ასევე გაირკვა, რომ სკანდალური და გრიფით საიდუმლო ხელშეკრულება, ახლა აღარ მოქმედებს და უკვე ხუთი თვეა, დელტაკომი შინაგან საქმეთა სამინსიტროს ისევ უფასოდ ემსახურება.

 

rustavi2.com

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი