ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორი საარჩევნო უბნიდან ერთ-ერთი უბნის წინასწარ მონაცემებს "ნაციონალური მოძრაობა" აქვეყნებს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მათმა კანდიდატმა 49 ხმით მოუგო "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანდიდატს. მისივე ინფორმაციით, მათ საკრებულოს შუალედური არჩევნები გურიაშიც, სოფელ ნასაკირალშიც მოიგეს.
რაც შეეხება კორცხელის 53-ე უბანს, სადაც დღეს მწვავე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ხმის დათვლის პროცედურა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა როგორც ნიკა მელიამ "რუსთავი2"-თან საუბარში განაცხადა, ისინი ამ უბანზეც იგებენ არჩევნებს.
პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მდივნის ირმა ნადირაშვილის თქმით კი, ივანიშვილის მმართველობა დასრულდება 8 ოქტომბერს.
“რაც მთელს ქვეყანაში ხდება, ის რაც დღეს მოხდა კორცხელში ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება პოლიტიკურად დამთავრებულია. ახლა ნაციონალური მოძრაობის ვალია, რომ ქვეყანამ რაც შეიძლება ნაკლები ზარალი და ზიანი მიიღოს, მათი პოლიტიკური მმართველობისგან, რომელიც მთლიანად დასრულდება 8 ოქტომბერს და ბიძინა ივანიშვილი გადავა ოპოზიციაში,“- განაცხადა ნადირაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.