შუალედური არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია
22-05-2016, 23:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შუალედური არჩევნების პირველადი შედეგები უკვე ცნობილია. წინასწარი მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გვიან ღამით გაავრცელა. დილის 4 საათის მონაცემებით, მხოლოდ ორ საარჩევნო ოლქში ლიდერობს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, დანარჩენში კი "ქართული ოცნება".

 

 

შუალედური არჩევნები 45 საარჩევნო უბანზე გაიმართა. ამომრჩეველთა ყველაზე მაღლი აქტივობა ზუგდიდში გამოვლინდა, ყველაზე დაბალი კი გარდაბანში. საერთო ჯამში აქტივობამ, წინასწარი მონაცემებით, 14,77 % შეადგინა.

 

 

წინასწარი მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა:

 

 

გლდანში მაჟორიტარულ ოლქში 80,69%-ით "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს.

 

 

გარდაბნის ორივე მაჟორიტარულ ოლქში ასევე ლიდერობენ "ქართული ოცნების" კანდიდატები ფარხადინ შარიფოვი 67,89%-ით და ვუგარ მამედოვი 98,5%-ით.

 

 

კასპში 65,88% აქვს "ქართული ოცნების" კანდიდატს ალექსანდრე მერაბაშვილს, მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა" - ციცინო აბუაშვილი 26,98%-ით.

 

 

წყალტუბოს მაჟორიტარულ ოლქში - "ქართულო ოცნება" - მურად ზაქარიაძე - 64,31% ლიდერობს , "ნაციონალური მოძრაობა" - 30,89%, თავისუფალი დემოკრატები - 4,8%

 

 

ოზურგეთის ერთ ოლქში ლიდერობს "ქართული ოცნების"კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე 64,56 %-ით, მეორე ოლქში კი ლიდერობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ბესიკ ქათამაძე 59,6 %-ით, 40,4 % აქვს 'ქართული ოცნების" კანდიდატ ნონა ტუნაძეს.

 

 

ხობის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი იყო მხოლოდ "ქართული ოცნების" კანდიდატი კობა კაკულია, რომელმაც ხმათა 100%მიიღო.

 

 

ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში ლიდერობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ვარადებული ლაშხია 49,76 %-ით, მეორე ადგილს კი "ქართული ოცნების" კანდიდატი, ამირან ლაგვილავა 48,96 %-ით იკავებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი