ევროპარლამენტის წევრი და ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, იაცეკ სარიუშ ვოლსკი კორცხელის ინციდენტს ეხმაურება.
"ქართული წინასაარჩევნო კამპანიის დამთრგუნველი დასაწყისი" - ასე ეხმაურება ვოლსკი "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში ზუგდიდში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.
„ჩვენ უკიდურესად ვგმობთ ოპოზიციონერ პარლამენტარებზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებსა და ლიდერებზე თავდასხმას" - წერს ვოლსკი სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.