"რესპუბლიკელები" კორცხელის ინციდენტზე: მსგავსი მოვლენები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველა არსებულ და მოსალოდნელ მიღწევას
23-05-2016, 01:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”რესპუბლიკური პარტია” იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება კორცხელის ინციდენტის გამოძიებისას მმართველი პოლიტიკური პარტიის ზოგიერთი ლიდერის სრულიად ცინიკურ განცხადებების პოზიციებზე არ შეჩერდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც guardian.ge სრულად გთავაზობთ:

 

 

”საქართველოს რესპუბლიკური პარტია” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დროული და მყისიერი ქმედებები განახორციელოს კორცხელში განხორციელებული ძალადობის ჩამდენი და დამკვეთი პირების გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად.

 

 

ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო აღიარებას ელის დემოკრატიული და სისტემური რეფორმების გატარებისთვის და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მოლოდინშია, მსგავსი მოვლენები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველა არსებულ და მოსალოდნელ მიღწევას. ძალადობის ასეთი ცინიკური ფაქტები განსაკუთრებით მწვავე გამოწვევაა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მომხდარი ინციდენტი გვაშფოთებს იმდენად, რამდენადაც ამ პროვოკაციის ხელწერა უკიდურესად ჰგავს წარსულში გამოცდილ სამოქალაქო დაპირისპირებაზე აწყობილი პოლიტიკური ბრძოლის მავნე და ქვეყნისთვის საზიანო პრაქტიკას.

 

 

”რესპუბლიკური პარტია” იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება კორცხელის ინციდენტის გამოძიებისას იმ პოზიციებზე არ შეჩერდება, რომლებიც მმართველი პოლიტიკური პარტიის ზოგიერთი ლიდერის სრულიად ცინიკურ განცხადებებში გამოიხატა და ინციდენტზე პასუხისმგებლობა დაზარალებულებს დააკისრა და არა მოძალადეებს.

 

 

კორცხელის ინციდენტზე სათანადო რეაგირება აუცილებელია იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებამ ქვეყანაში ჩაიაროს ისე, როგორც ამას დემოკრატიული პროცედურები ითხოვს და სრულად იქნეს დაცული თანაბარი, კონკურენტული და თავისუფალი გარემო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის სამართლიანი არჩევნებისთვის. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უზრუნველყოფისთვის, რაზეც მეორეს მხრივ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯიც, რომლის შებღალვაც მსგავსი ინციდენტების საშუალებით ხელს მხოლოდ ერთ, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყანას, რუსეთს აძლევს.

 

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივ გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები და დასაჯონ რეალური დამნაშავეები, რათა მომავალში მგავსის ჩადენის შესაძლებლობა აღარ არსებობდეს”, - ნათქვამია "რესპუბლიკური" პარტიის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი