დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ”ქართული ოცნება” დატოვა და პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობას შეუერთდა.
ამის შესახებ თავად გიორგი ლაფანაშვილმა "მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი და პირადად მე, წლების განმავლობაში რისთვისაც ვიბრძოდით, დაპირებები რისთვისაც გავერთიანდით ”ქართულ ოცნებაში”, სამწუხაროდ, ვერ ან არ შესრულდა", - განაცხადა ლაფანაშვილმა.
დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ guardian.ge-ს განუცხადა, რომ თავის დროზე მისი „ქართულ ოცნებაში“ შესვლის მიზანი სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლა და უსამართლობის დამარცხება იყო. დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მისი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა და „ქართულმა ოცნებამ“ იმედები ვერ გაამართლა.
“ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა დანაპირები, ქვეყანაში კვლავ უსამართლობაა, მძიმე მდგომარეობაშია ეკონომიკა, უჭირს ხალხს. მე ვუერთდები პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობას, ეს გუნდი ჩემში ნდობას იწვევს და მსურს მათ გვერდით დავდგე და ერთად ავაშენოთ ქვეყანა“ - განაცხადა guardian.ge - სთან საუბარში გიორგი ლაფანაშვილმა.
დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ შეთავაზება „მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისათვის“ წარმომადგენლებისგან არ მიუღია და ეს მისი გადაწყვეტილება იყო. გიორგი ლაფანაშვილი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და დარწმუნებულია, რომ 2016 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა ქვეყანაში ბევრ პრობლემას მოაგვარებს და ხალხს იმედს აღარ გაუცრუებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.