ბიძინა ივანიშვილი: ჯობდა ”ნაციონალებს” არ გაენადგურებინათ მეცნიერება
23-05-2016, 02:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯობდა ”ნაციონალებს” არ გაენადგურებინათ მეცნიერება, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციამდე გააკეთა.

 

 

მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ტელეკომპანია ”რუსთავი2”-ის ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა იმის თაობაზე, ხომ არ დაგვიანდა ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა და მიმართა, რომ ”ნაციონალებს” ჰკითხონ, რატომ გაანადგურეს და ”ფუნდამენტამდე დაიყვანეს” მეცნიერება.

 

 

„ჯობდა თქვენს ”ნაციონალებს” არ გაენადგურებინათ მეცნიერება, როგორც გაანადგურა და ყურადღება მიექციათ დროზე. დღევანდელ ბიუჯეტსაც არ აქვს ამ პროექტის განხორციელების საშუალება და კერძო დაფინანსება მიდის ძირითადად. ეს ძალიან მძიმე იქნებოდა ბიუჯეტისთვის. თქვენ რომ სვავთ ამ შეკითხვებს, ვისი სააგიტაციო ტელევიზიაც თქვენ ბრძანდებით, კითხეთ თქვენს ”ნაციონალებს”, რა უქნეს მეცნიერებას, რანაირად გაანადგურეს, ფუნდამენტამდე დაიყვანეს. რაც ჩვენ მოვედით ყურადღება დავუთმეთ მეცნიერებას და ახლა ახალი გუნდი ახალი ძალებით, პოლიტიკოსებიც და მეცნიერებიც, ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაუბრუნდეს მეცნიერებას ის ღირსება, რაც ჰქონდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

რაც შეეხება უშუალოდ ტექნოლოგიურ ინსტიტუტს, ყოფილმა პრემიერმა მას ”მეგაპროექტი” უწოდა და აღნიშნა, რომ მისი გამოყენება რამდენიმე მიმართულების მეცნიერებას შეეძლება.

 

 

„ალბათ, იცით, ამ პროექტის ამაჩქარებელი თერაპია რაც იყო. ეს იქნება ძალიან დიდი საფუძველი, რომ მეცნიერება აღორძინდეს. მოგეხსენებათ, მეცნიერება ძალიან დაბალ დონეზეა, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ისტორია. გვყავდა და დღესაც გვყავს მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი მეცნიერები, მაგრამ მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის შემდგომ, ბოლო ეტაპზე, ძალიან რთულ პირობებში ვვითარდებოდით. მეცნიერებამ ყველაზე დიდი დარტყმა განიცადა, ახლა ვცდილობთ, რომ დავიბრუნოთ ტრადიციები და ჩვენი მეცნიერება ავაღორძინოთ. ტექნოლოგიურ ცენტრს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან ამით ისარგებლებენ ქიმიკოსები, ფიზიკოსები, ჯანდაცვის და სხვა დარგების მეცნიერები და მათ ექნებათ შესაძლებლობა მეცნიერული უნარები აღორძინდეს საქართველოში“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი