შოთა ხაბარელი: კორცხელში არც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი და საქართველოს ნაკრების არც ერთი წევრი მე იქ არ მინახავს
23-05-2016, 03:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორცხელში სპორტსმენების არანაირ მობილიზებას ადგილი არ ჰქონია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ხაბარელმა გააკეთა. მისი თქმით, კორცხელში დაპირისპირება ნიკა მელიას მხრიდან დაიწყო, რასაც იქ ჩასული ადამიანების პროვოკაციაზე წამოგება მოჰყვა.


”იქ არ იყო არც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი. არც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი და საქართველოს ნაკრების არც ერთი წევრი მე იქ არ მინახავს. ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვეულებრივად იყვნენ ჩასული. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იქ სპეციალურად მობილიზებული არ იყვნენ. რაც მოხდა, იყო პირდაპირი პროვოკაცია. თქვენ ნახეთ, როგორ გამოდიოდა ნიკა მელია. დაპირისპირება მისი მხრიდან დაიწყო, ეს ადამიანები წამოეგნენ პროვოკაციაზე და ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მომხდარი დასაგმობი ფაქტია და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომხდარი იყო მიზანმიმართული პროვოკაცია “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან“, - განუცხადა ჟურნალისტებს შოთა ხაბარელმა.


კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი