საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ”ქართული ოცნებიდან” დავით კოღუაშვილის გარიცხვა არ იგეგმება.
”მე ამ საკითხზე გავაკეთე კომენტარი. იყო ბევრი დაუფიქრებელი განცხადება. მქონდა დავითთანაც საუბარი. მას აქვს საკმაო გამოცდილება და აქვს ის განწყობა, რომ გააგრძელოს ჩვენთან ერთად მოღვაწეობა. მისგანაც გაკეთდება განცხადებები. ეს იყო აჩქარებული განცხადებები და გარიცხვაზე საუბარი არ არის”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.