ლევან ბერძენიშვილი კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. ყველანაირი ტექსტი, რომელიც მომხარ ძალადობას ამართლებს, არის მიუღებელი, გაუაზრებელი და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, “ის ვინც ხელს იქნევდა, ხელს თავის ქვეყანას უქნევდა“.
“მოვისმინეთ განცხადებები, რომ ყველაფერი მათი ბრალია, ვინც გაილახნენ. მსგავსი ცინიკური განცხადებები უბრალოდ წარმოუდგენელია. ქვეყანაში არის სისტემა, რომელიც უნდა მუშობდეს. ყველა დამნაშავე უნდა გამოვლინდეს, დაისაჯოს და მაშინ გაირკვევა, ვინ ვინ არის, ვინ არის მართალი და ვინ - დამნაშავე“, - განაცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.