მთელი მედია თავისუფალია, გარდა ”რუსთავი 2”-ის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არათავისუფალი მედიის რიცხვშია ”ტაბულაც”, თუმცა ის იმდენად პატარაა, რომ მასზე ყურადღების გადატანა არ ღირს.
"თქვენ არა ხართ ნაციონალური მოძრაობის წევრი? და თქვენ ამავდროულად წარმოადგენთ თუ არა წევრს ნაციონალური მოძრაობის, მხრადმჭერს?" - ასე მიმართა მან "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს, რაზეც რუსთავის 2-ის კორესპონდენტის მხრიდან ივანიშვილმა ასეთი პასუხი მიიღო: "ჟურნალისტი ვარ".
მერე რა მოხდა რომ ჟურნალისტი ხართ. თქვენ ხართ დამოკიდებული "ნაციონალურ მოძრაობაზე". "რუსთავი 2" არის ერთადერთი ტელევიზია, რომელიც არის დამოკიდებული, სხვა მედია არის თავისუფალი დღეს... "რუსთავი 2" გახლავთ სააგიტაციო ტელევიზია "ნაციონალების" და ღმერთმა მოგახმაროთ, ესთიც უნდა იყოს, კარგად იყავით ერთად შეხმატკბილებული,"- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.