ომბუდსმენს მიაჩნია, რომ ძალადობაზე მკაცრი რეაგირების დაგვიანება გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოზე და წაახალისებს მსგავსი ძალადობის გამოვლინებას
23-05-2016, 04:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის N53 საარჩევნო უბანთან მოქალაქეებზე, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

 

 

”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სს კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. თუმცა, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული მასალებით, აშკარად იკვეთება ისეთი ჯგუფური ძალადობრივი ქმედებები, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, იარაღად გამოყენებულია ხელჯოხები/სხვა საგნები და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, რაც ქმნის სს კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. დაპირისპირების დროს დაფიქსირდა ჟურნალისტთა შეურაცხყოფისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებიც, რაც ასევე ცალკე დანაშაულს წარმოადგენს.

 

 

სახელმწიფო ვალდებულია ყოველგვარი დაყოვნების გარეშე დაიწყოს დევნა იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ, ორგანიზებას უწევდნენ ან აქეზებდნენ ძალადობის ამ აქტს. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობა მიმართული იყო ოპოზიციური პარტიისა და ამ პარტიის მოქმედი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, რაც ხელისუფლებას აკისრებს საქმის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით გამოძიებისა და მყისიერი რეაგირების ვალდებულებას.

 

 

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ძალადობაზე მკაცრი რეაგირების დაგვიანება გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოზე და წაახალისებს მსგავსი ძალადობის გამოვლინებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, არ დაუშვან შერჩევითი მართლმსაჯულება და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ ყველა დამნაშავე პირი.

 

 

ამასთან, სამართალდამცავთა ვალდებულებაა, არა მხოლოდ დანაშაულის გამოძიება, არამედ მსგავსი ძალადობრივი ქმედებების პრევენცია, თუმცა, ცხადია, რომ სოფელ კორცხელში პოლიციამ საკუთარი მოვალეობები ვერ შეასრულა.

 

 

არჩევნების სამართლიან, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება დემოკრატიული განვითარების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. მოქალაქეების მიერ საკუთარი ქვეყნის მომავლის განსაზღვრა თანასწორი და ყოველგვარი ზეწოლისაგან თავისუფალი არჩევნების მეშვეობით მიიღწევა.

 

 

სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტურობას და გამოძიების შედეგებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი