საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარყოფს ბრალდებას, თითქოს ”ქართული ოცნება” სპორტსმენებს აფინანსებს და მათ დაპირისპირებისთვის იყენებს. ”ეს არის სრული აბსურდი, არანაირი დაფინანსება სპორტსმენების ჩვენი მხრიდან არ ხდება”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დაამატა, რომ ხელისუფლება უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რომ არ უპასუხონ არანაირ პროვოკაციას.
”რაოდენ გამომწვევიც არ უნდა იყოს ხშირ შემთხვევაში ოპონენტების ქმედება, ერთადერთს ჩვენ, სახელმწიფოს გვაკისრია პასუხისმგებლობა მშვიდობიანი, ძალადობის გარეშე არჩევნების ჩატარების. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, რომ არ ვუპასუხოთ არანაირ პროვოკაციას.
ეს არის ჩვენი პასუხიმგებლობის საკითხი და კიდევ ერთხელ ვამბობ - ასეთი შემთხვევები აღარ უნდა განმეორდეს. როგორც პრევენციის, ასევე უკვე მომხდარზე გამოძიება არის აუცილებელი, რათა მომავალში ასეთი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.