პრეზიდენტი უფლებამოსილია ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალოს
23-05-2016, 04:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალოს.   ქორიძის განმარტებით, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება მსჯავრდებული პირდაპირ შეიწყალოს და ამის საფუძველი პატიმრის განცხადება ან თუნდაც პეტიცია გახდეს.  

 

 

”კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ შეწყალების გადაწყვეტილების მიღების უფლება და პრეროგატივა აქვს მხოლოდ პრეზიდენტს. პრეზიდენტს შეუძლია მიიღოს განცხადება, შეიძლება მიიღოს პეტიცია და ამის საფუძველზე იმოქმედოს, შეიძლება ყოველგვარი კომენტარის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება შეწყალებაზე, რისი უფლებამოსილებაც პრეზიდენტს გააჩნია და მას შეუძლია საზოგადოებას განუმარტოს, რატომ გამოიყენა ეს პრეროგატივა ახლა, ამ შემთხვევაში”, - განაცხადა ზვიად ქორიძემ. რაც შეეხება შეწყალების კომისიის გავლით შეწყალების საკითხს, ზვიად ქორიძის თქმით, კომისიას აქვს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დებულებით განსაზღვრული შეწყალების წესი და შესაბამისად იმისთვის, რომ შეწყალების კომისიაზე საქმე განსახილველად გავიდეს, გარკვეული პროცედურა უნდა იყოს გავლილი.  

 

 

”უნდა იყოს ამოწურული ყველა სამართლებრივი მექანიზმი და თუ აქვს მსჯავრდებულს სურვილი, რომ მისი საქმე კომისიამ არსებითად განიხილოს, გასული უნდა იყოს გარკვეული ვადა საპატიმრო სასჯელიდან. თუ აქვს შეფარდებული სასჯელი 5 წლამდე, მაშინ გასული უნდა იყოს 1/3, 5 წელზე მეტის ან ორი მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულის შემთხვევაში კი, მას მოხდილი უნდა ჰქონდეს ნახევარი მაინც. ეს არის პროცედურები, რომელიც უკავშირდება შეწყალების კომისიის გზის გავლით, მსჯავრდებულის საქმის განხილვას, პრეზიდენტთან შეწყალებაზე”, - განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.   როგორც ცნობილია, ”თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას და პრეზიდენტისთვის მიმართვას გეგმავს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი