ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტენოლოგიური უნივერსიტეტის იდეა მისი იყო, რითაც სააკაშვილი აღფრთოვანდა.
მისივე თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ღირებულება დაახლოებით 500 მლნ ევრო იქნება.
ყოფილი პრემიერის განმარტებით, პროექტი ზუსტდება და ”ხვალ ზეგ ამ საკითხზე გაიმართება შეხვედრა მეცნიერებთან”.
”ცოტა სხვაობაა პროექტებს შორის. შეიძლება განხორციელდეს ამერიკული პროექტი. კოლაიდერზეა მხოლოდ საუბარი, ხოლო მრგვალ შენობაში იქნება ლაბორატორიები, ეს იოლია და მისი მშენებლობა დაიწყება ხვალვე. ის, რაც ”ნაციონალებმა” ბათუმში ააშენეს, იყო სასაცილო. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა თავიდანვე იყო ჩემი, ეს იყო დაახლოებით 8 წლის წინ და სააკაშვილი საოცრად აღფრთოვანებული იყო. მიშამ სასაცილო რამე გააკეთა. ეს იყო ლიფტის შახტა და იქ აუდიტორიები ვერ განთავსდებოდა. ასევე აშენებდა ქალაქებს სააკაშვილი, როგორც ტექნოლოგიური პროექტი გააკეთა”, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
ივანიშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებას დაეხმარება მანამ, ვიდრე ბიუჯეტს ამის საშუალება არ ექნება.
”ამბობენ, გაიყიდა უნივერსიტეტი და დაინგრა ქვეყანაო, ნახეთ ქუთაისის პროექტი. სააკაშვილის ხელწერით, ყველაზე ახლოს რაც არის განათლებასთან და მეცნიერებასთან, ეს გახლავთ ის ეშმაკის ბორბალი, რაც დაამონტაჟა იმ შენობაზე”, - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.