"ჩვენ მოწმენი გავხდით სასტიკი ტრაგედიისა, როდესაც რუსმა სამხედროებმა უდანაშაულო და მშვიდობიანი ქართველი მოქალაქე მოკლეს საოკუპაციო ხაზთან"
23-05-2016, 05:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ მოწმენი გავხდით სასტიკი ტრაგედიისა, როდესაც რუსმა სამხედროებმა უდანაშაულო და მშვიდობიანი ქართველი მოქალაქე მოკლეს საოკუპაციო ხაზთან,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სტამბულში ჰუმანიტარულ სამიტზე 70- მდე ქვეყნის მეთაურს ლიდერთა სეგმენტის დახურულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა გაერო-ს გენერალურ მდივნს ბან კი მუნს და თურქეთის პრეზიდენტს ჰუმანიტარული სამიტის ინიცირებისა და ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მსოფლიოს ჰუმანიტარული საკითხების მიმართ გლობალური ყურადღებისაკენ.


საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციაზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და დევნილთა პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე.


„საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ძალიან ნაცნობია საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ჩემმა ქვეყანამ კარგად იცის ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ტკივილი. ჩვენი მოსახლეობის ნახევარი მილიონი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია. ჩვენ წინაშე კვლავ დგას გამყოფი ხაზებისა და მცოცავი ოკუპაციის პრობლემა. რუსეთი მუდმივად ავლებს მავთულხლართებსა და ღობეებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში, რათა მოახდინოს ხალხის იზოლირება და წაართვას მათ ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლება, მიუხედავად მათი სურვილისა. სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოწმენი გავხდით სასტიკი ტრაგედიისა, როდესაც რუსმა სამხედროებმა უდანაშაულო და მშვიდობიანი ქართველი მოქალაქე მოკლეს საოკუპაციო ხაზთან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის დაბრუნების პირველივე დღიდან, ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველოს ქმედება ყოველთვის შეესაბამებოდა ამ ჰუმანიტარული სამიტის სულისკვეთებას.


საქართველო კვლავ რჩება გაეროს მიერ წარმოდგენილი ხუთი ძირითადი ვალდებულების ერთგული. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, ჩვენ ორიენტირებული ვართ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაზე და ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებაზე.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში, თანამშრომლობის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია.


”უნდა გავერთიანდეთ არა მხოლოდ კონფლიქტებზე რეაგირების, არამედ მათი თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით. უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა დავეხმაროთ მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფებს, პირველ რიგში ტერორიზმის, აგრესიისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლებს.


მხოლოდ ჩვენი ერთობით და ქმედითი თანამშრომლობით, უზრუნველვყოფთ უკეთეს მომავალს მომავალი თაობებისათვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ლიდერთა სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი