კორცხელის თემში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ამირან ლაგვილავა არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ იყვნენ სოფელში გუშინ ჩასული სპორტსმენები.
როგორც ლაგვილავამ განმარტა, ის დაპირისპირების მომენტში კორცხალში არ იმყოფებოდა და არ ფლობს დაწვრილებით ინფორმაციას, თუ რა მოხდა ადგილზე.
ლაგვილავას თქმით, აღნიშნულ პირებთან შეხება არასდროს ჰქონია, შესაბამისად გუშინდელ დაპირისპირებაში მონაწილე ადამიანებს არ იცნობს.
„მე ისინი არ მინახავს აქამდე და არც ვიცი, როდის ჩამოვიდნენ. შესაბამისად, არ ვიცი, რა მიზნით იყვნენ ჩამოსულები, ან ვინ ჩამოიყვანა ისინი“, - განაცხადა ამირან ლაგვილავამ.
რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი მის გასაჩივრებას არ გეგმავს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, კორცხელში, სადაც გუშინ დაპირისპირება მოხდა, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გაიმარჯვა.
ოფიციალური შედეგებით, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ვარადებულ ლაშხიას ხმა ამომრჩეველთა 49,76 %-მა (623 ხმა) მისცა, ”ქართული ოცნების” კანდიდატ ამირან ლაგვილავას კი 48,96 %-მა (613 ხმა). შესაბამისად, მმართველი პარტიის კანდიდატი ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატთან 10 ხმით დამარცხდა.
კორცხელის #53-ე უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები.
შეტაკების შედეგად დაშავდა ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.