"როიტერსის" ცნობით, სირიაში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. ტერაქტები სირიის პროვინცია ლატაკიაში ცოტა ხნის წინათ მოხდა. ქალაქ ჯაბლეჰში 4, ხოლო ტარტუსში 3 აფეთქება განხორციელდა.
"როიტერსის" ინფორმაციით, ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
სირიის სახელმწიფო მედია ადასტურებს, რომ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი, თუმცა, აცხადებს, რომ მსხვერპლი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
"ბოლო პერიოდში, ბრძოლების ოდენობა სირიის სხვა ტერიტორიებზეც გაიზარდა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს ლიდერები ცდილობენ აღადგინონ დასავლეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მივიწყებული მოლაპარაკებები. და იმ ფონზე, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები ჟენევაში არ შედგა" - წერს "როიტერსი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.