ოპოზიციონერი დეპუტატები აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურის გამოცხადებას იწყებენ
23-05-2016, 05:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს შვიდი ოპოზიციონერი დეპუტატი აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება, რომელსაც ორი დამოუკიდებელი დეპუტატი და "ნაციონალური მოძრაობის" ხუთი წევრი აწერს ხელს, უმაღლესი საბჭოს კანცელარიაში დღეს დარეგისტრირდება.

 

20-დან 30 დღის განმავლობაში საკითხი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უნდა გავიდეს, სადაც სრული შენადგენლობის 2/3 ანუ 14 დეპუტატის ხმა იქნება საჭირო, რომ აჭარის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადონ.

 

ბრიფინგზე ”ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ზამბახიძემ განაცხადა, რომ არჩილ ხაბაძემ მოსახლეობას დაპირებები ვერ შეუსრულა, რის გამოც თანამდებობა უნდა დატოვოს.

 

"ბოლო წლების განმავლობაში აჭარის მთავრობის არაეფექტური მუშაობის, ინვესტიციების განუხორციელებლობის, კორუფციის და დაპირების შეუსრულებლობისთვის ჩვენ ვიწყებთ უნდობლობის პროცედურის გამოცხადებას. არჩილ ხაბაძემ უნდა დატოვოს თანამდებობა. შვიდი ხელმოწერა გვაქვს პროცედურის დასაწყებად და ვმოქმედებთ აჭარის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამეტის მიხედვით", - აღნიშნა პეტრე ზამბახიძემ.

 

მისივე თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატებთან მოლაპარაკებები გაიმართება და უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭირო 14 დეპუტატის ხმა შეგროვდება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი