სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის შეფასებით, კორცხელში მომხდარი ფაქტი ძალიან ცუდი სიგნალი იყო.
"ძალიან დროული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყო გამოძიება. ანუ ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, თუ ადრე იყო ადმინისტრაციული წესებით დაჯარიმება და თითქოს არაფერი მოხდა, 100 ლარი ღირდა ადამიანის ცემა, ახლა ჩვენ ვნახეთ, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო. იმედს ვიტოვებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ გამოძიების ფარგლებში დაადგენს დამნაშავე პირებს, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან და შესაბამისად, კანონის ჩარჩოებში მოხდება პასუხისმგებლობის დაკისრება. ეს პირველ რიგში, აუცილებელია იმისთვის, რომ 20016 წლის ოქტომბრის არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში. დღეს, როდესაც, თუნდაც ის ადამიანები, ვისაც ნერვებმა უმტყუნა, ნახავენ, რომ არ დარჩნენ დაუსჯელები, პრევენციული ღონისძიება იქნება დიდი არჩევნებისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს მშვიდად“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში კახიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.